ზაზა ხატიაშვილი გაოგნებული ვარ სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მიერ ადვოკატების დევნით, ცემით, დაშინებით და შეურაცხყოფით. რაც არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს სახელმწიფოს ნებას შექმნას ქვეყანაში რეჟიმი.
2016 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 19:40 საათზე 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად მყოფ ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა, მაიორმა აკაკი ყურაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა 3-4 პატრულის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ადვოკატი განმარტავს რომ, იძულებით გადაათრიეს მანქანიდან, დაგდეს ასფალტზე პირქვე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იძულებით ამოუგრიხეს ხელები, დაადეს ხელბორკილი და დააკავეს. ადვოკატი აღრმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში მისი მეუღლე გახდა შეუძლოდ ვინაიდან იყო 8 თვის ფეხმძიემე. ქალბატონი ეხვეწებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მის მეუღლისთვის დაენებებინათ თავი. ეუბნებოდა რომ ორსულად იყო ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქუჩაში მათ ელოდებოდათ 11 წლის არასრულწოვანი ქალიშვილი. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს ადვოკატი იქვე სანაპიროზე, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გააჩერეს 20-30 წუთი და გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის ეზოში.
ადვოკატი რამოდენიმე საათი ითხოვდა შენობაში გადაყვანას და ხელბორკილის შეხსნას, ასევე ტელეფონით ზარის განხორციელებას, თუმცა უშედეგოდ. პირიქით, ყურაშვილი უხსნიდა და არიგებდა თავის თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში სად და როგორ უნდა ეთქვათ. ამის შემდეგ შეადგინეს ოქმი (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი # აო 000015513), რომელშიც დაფიქსირდა რომ ადვოკატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატრულს, რასაც ადვოკატი არ დაეთანხმა და დაემუქრა სამაართლებრივი პროცედურების განხორცილებით ოქმის შედგენის დროს.
ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დააფიქსირა არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია. მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის უკანონოდ დაკავებული ადვოკატი გადაყვაინილი იქნა დიღომში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეზოსთან, სადაც გააჩერეს დაახლოებით 1 საათი. პირდაპირ ცინიკურია, რომ ადვოკატთან მივდა აკაკი ყურაშვილი, რომელმაც წინა დღეს მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა მიმართა ყურაშვილს, რომ უსამართლობას და კანონდარღვევას არ აპატიებდა და კანონის სრული სიმკაცრით მოითხოვა მისი დასჯას. ამის გაგონებაზე ყურაშვილმა ამოიღო უკვე ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი#000020444, რომელშიც ჩაამატა , რომ თითქოსდა ადვოკატმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ ყურაშვილს კამერების ჩანაწერები მოსთხოვა. ყურაშვილის განმარტებით არც ერთ პატრულის თანამშრომელს არ ჰქონდა ჩართული კამერა. აღნიშნული აბსურდული ვერსია სასამართლომ არ გაითვალისწინა და მისცა ადვოკატს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა თანახმად ასკ-ის 173-ე მუხლისა. სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს საქმეში ერთვება სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი და აპირებდნენ ადვოკატის ხელახლა დაკავებას მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე იმსჯელა სასამართლომ პოლიცია ამეტებდა უფლებამოსილებას, რომ არა მანდატურების კანონშესაბამისი მოქმედება ადვოკატს ხელმეორედ დააკავებდენენ. 2016 წლის 26 დეკემბერს ადვოკატმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის პროკურატურას და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე აკაკი ყურაშვილის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. პროკურატურამ პოლიციელების დასჯის ნაცვლად მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ბრალი წაუყენა ადვოკატს.
ჩემი შეფასებით, სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა, ისეთ ქვეყნებში სადაც იყო რეჟიმი და განუკითხაობა სუფევდა, პროკურატურის ამგვარი ძალმომრეობა ფიქსირდებოდა საბჭოურ ქვეყნებში რაც წარმატებით იქნა გადმოღებული სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმიტომ ვითხოვდი დამნაშავე პროკურორების დაკავებას, რომ დარწმუნებული ვიყავი ეს ხალხი არ მოიშლიდა უმსგავსობას და გააგრძელებდა სამოქალაქო საზოგადოების დევნას. პროკურატურას, ასე ეზიზღებოდეს საკუთარი მოქალაქეები, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ეს არის ჩვემთვის სიურპრიზი. ჩვენი ქვეყანა 14 წელია იტანს უმსგავსო პროკურორებს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია.
მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს არის ადვოკატის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი. საშინელებაა რასაც სამარათლდამცავები აკეთებენ, როდესაც ადვოკატს ასეთი ფორმებით უსწორდებიან ძნელი მისახვდერი არ არის რას უკეთებენ პოლიციის მუშაკები ჩვენულებრივ მოქლაქეს.
სამარცხვინოა პროკურატურის მოქმედება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩატარედეს ეფექური გამოძიება, ყველანაირად ცდილობენ სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელების გამართლებას. ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი პოლიციელებს 4 საათის განმავლობაში ხელბორკილებით დაბმული, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, სანამ გადაიყვანდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში. სასამართლოში პოლიციამ არ წარმოადგინა კამერის ჩანაწერები ადვოკატის მხრიდან უკანონო ქმედებების თაობაზე, რაც ადასტურებს ადვოკატის განცადებას, რომ მას თავს დაესხა პოლიცია. ისმის კითხვა, რაში გვჭირდება ასეთი პოლიცია? შეიძლება იმ პოლიციელებს გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც გვაწამებს და გვდევნის? საქართველოში პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი კანონებით მოქმედებს და არ აინტერესებს არანარი სამართლის ნორმები, რაშიც მას ეხმარება „სამარცხვინო პროკურატურა“, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული.
ხვალ, 8 თებერვალს, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ფრანგი ადვოკატები გავაპროტესტებთ ქართველ ადვოკატებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან ჩადენილი არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.
ადვოკატთა ასოციაციის თვმდჯოამრეს მიმაჩნია, რომ ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა პოლიციის მუშაკების მხრიდან არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელი შეუწყო პროკურატურის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ.
მოვითხოვ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების აკაკი ყურაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის, გიორგი ჯოხაძის, დავით ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებული არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის გამო.
პარიზი 07 თებერვალი